28/03/2026

სასწავლო პროექტები მე-5 კლასისთვის

„ჩემი სახლი ბუნებაში“ - ამა თუ იმ ეკოსისტემისთვის ტიპური საცხოვრებლის მაკეტის აგება, ეკო-მენიუსა და რაიმე განსაკუთრებული წესის / წესების  წარმოდგენით, რომლის დაცვაც მართებულია კონკრეულ ეკოსისტემაში.




სასწავლო პროექტი - „ჩემი სახლი ბუნებაში“

მე-5 კლასის მოსწავლეებმა ეკოსისტემების შესწავლის შემდეგ ააგეს სხვადასხვა ეკოსისტემის (უდაბნო, ზღვის სანაპირო, საქართველოს მთები, ტროპიკული ტყეები, არქტიკის ტუნდრა) შესაბამისი სასტუმროს მაკეტი; წარმოადგინეს ეკო-მენიუ და განსაკუთრებული წესის / წესების ჩამონათვალი, რომელთა დაცვა მართებულად მიიჩნიეს შერჩეულ ეკოსისტემაში.

ანანო და გვანცა


11/03/2026

N32 შეკითხვა

მკვლევარმა შეიმუშავა ღვიძლის უჯრედების კულტურაში არსებული მნიშვნელოვანი ფერმენტის აქტივობის ანალიზის ხერხი - უჯრედებიან ჭურჭელში ამატებდა ფერმენტის სუბსტრატს, შემდეგ კი საზღვრავდა რეაქციის პროდუქტის რაოდენობას. მან საბოლოო შედეგების საჩვენებლად ააგო გრაფიკი, რომელზეც გამოსახა პროდუქტის რაოდენობის (Y ორდინატთა ღერძი) დამოკიდებულება დროზე (X აბსცისთა ღერძი).
მკვლევარმა გრაფიკზე აღნიშნა 4 წერტილი:
A - ცდის დასაწყისში, დროის მოკლე მონაკვეთში, პრდუქტი ჯერ კიდევ არ ჩანს; 
B - რეაქციის სიჩქარე სწრაფად იზრდება;
C - რეაქცია გამუდმებით ნელდება;
D - ხაზი ხდება წრფივი.
ააგეთ გრაფიკი ზემოთ მოცემული მონაცემების მიხედვით და თითოეული აღნიშნული წერტილისთვის აღწერეთ რეაქციის დროს მომხდარი მოლეკულური მოვლენები.



N31 შეკითხვა

რატომ გამოიყოფა ატფ-ის ჰიდროლიზის შედეგად დიდი რაოდენობით ენერგია?



26/02/2026

N30 შეკითხვა

რა შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო ბუნებრივი გადარჩევა იმ ბაქტერიების სასარგებლოდ, რომელთაც გააჩნიათ ფუკოზის შემცველი დისაქარიდის დამშლელი ფერმენტი?



N29 შეკითხვა

ენერგიის რომელი ფორმები გვხვდება ხეზე მომწიფებულ ვაშლში, რომელიც ვარდება ხიდან და გადამუშავდება ცხოველის სხეულში?



14/02/2026

კემპბელი (2021 წელი) - თავი 8.

 თავი 8. ზოგადი წარმოდგენა მეტაბოლიზმზე





N28 შეკითხვა

დღეისათვის ბიოქიმიკოსებს აღმოჩენილი აქვთ (და სახელებიც უწოდეს) 4000-ზე მეტი განსხვავებული ფერმენტი ორგანიზმთა სხვადასხვა სახეობაში, თუმცა ეს რაოდენობა ბუნებაში არსებულის ძალიან მცირე ნაწილია. ივარაუდეთ, როგორ უნდა გაჩენილიყო ფერმენტების ამგვარი მრავალფეროვნება. 



08/02/2026

N27 შეკითხვა

შემოდგომაზე ნიადაგში მეტი წყალია, ვიდრე ზაფხულში. მიუხედავად ამისა, წელიწადის ამ დროს მცენარეები ნაკლებ წყალს მოიხმარენ და თანაც ძალიან ნელა იზრდებიან, ვიდრე გაზაფხულზე ან ზაფხულში. ახსენით ეს მოვლენა.