რა განსხვავება იქნება ერთსა და იმავე სახეობის მცენარეთა პლაზმური მემბრანების ლიპიდურ შედგენილობაში, თუ ერთი მცენარე იზრდება სამხრეთ ნახევარსფეროში, მეორე კი - შედარებით ცივი კლიმატის პირობებში?
შედარებით ცივი კლიმატის პირობებში მზარდ მცენარეს პლაზმურ მემბრანაში ექნება მეტი უჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან შექმნილი ლიპიდები, რადგან ისინი უნარჩუნებენ მემბრანას დენადობას დაბალ ტემპერატურაზე. ცხელი კლიმატის პირობებში მზარდ მცენარეს კი მეტი ექნება ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან აგებული ლიპიდები, რომელთაც შეუძლიათ ჩალაგდნენ მჭიდროდ და მემბრანა გახადონ ნაკლებად დენადი მაღალ ტემპერატურაზეც კი. ამ შემთხვევაში, ქოლესტერინს ვერ განვიხილავთ ტემპერატურის გავლენის შემამცირებელ ფაქტორად, რადგან ის არ არის ნაპოვნი მცენარეთა უჯრედების პლაზმურ მემბრანაში.
No comments :
Post a Comment