25/09/2021

როგორ შევასრულო ფოტოდავალება Paint პროგრამის დახმარებით?

ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ დისტანციური სწავლების პირობებში მასწავლებლები მოსწავლეებს დავალებებს ვუგზავნით ამა თუ იმ ონლაინ პლატფორმის დახმარებით, როგორიცაა Teams, Zoom, Faceboook და სხვ. უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეები დავალებას ფურცელზე ასრულებენ, ფოტოს უღებენ და უკან გვიბრუნებენ, რაც ხშირად გვიქმნის დისკომფორტს ორივე მხარეს, რადგან:

  • მოსწავლეს შეიძლება გაუძნელდეს (ან დაეზაროს) დავალების პირობის ფურცელზე გადატანა;
  • მასწავლებლებს კი - ხშირ შემთხვევაში გვიწევს ბუნდოვანი ფოტოების საათობით გარჩევა, ფოტოების ამობრუნება და გაკრული ხელნაწერის გაშიფვრა. 
ეს ყველაფერი ძალიან სტრესულია და ერთგვარად დემოტივაციის მიზეზიც ხდება. თუმცა არიან მოსწავლეები (უმეტესად, საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებიდან), რომლებიც ცდილობენ დავალებები ციფრულად შეასრულონ და ამ უნარ-ჩვევის წყალობით ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს მეტ-ნაკლებად თავადაც ირიდებენ და ჩვენც გვარიდებენ,

ქვემოთ გთავაზობთ მარტივ ვიდეოს, რომელიც ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის იდეით ჩავწერე. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება ფოტოს სახით მიწოდებული ვიზუალური სქემის შევსება კომპიუტერში:





No comments :

Post a Comment