25/09/2021

ჩვენ ვსწავლობთ ერთად...

რა მიყვარს მოსწავლეებში? საკმაოდ ბევრი რამ, ერთ-ერთი კი არის მათი ცნობისმოყვარეობა და ძიების სურვილი. 

მიყვარს, როცა მოსწავლე არ სჯერდება ჩემ მიერ მიწოდებულ ინსტრუქციებს და ცდილობს დავალების შესასრულებლად ალტერნატიული გზებიც იპოვოს. ამ დროს ის მიბიძგებს ახალი ცოდნისა და უნარების შეძენისაკენ და ჩვენ ვიწყებთ ერთად სწავლას. იფ, რა სასიამოვნოა ეს მომენტები!

სტერეოტიპი - „მასწავლებელი ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლეა“ - უნდა დაინგრეს და არ არის სირცხვილი მოსწავლეებს დავანახოთ, რომ ჩვენც მათ მსგავსად რაღაც ვიცით, რაღაც - არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ. 

მოსწავლისთვის მოტივაციის ამაღლების საუკეთესო სტიმულატორია იმის დანახვა, რომ მისი დახმარებით შენც ისწავლე რაღაც, რომ მზად ხარ მისი კითხვები კი არ დაივიწყო ან უგულვებელყო, არამედ დაიმახსოვრო, იკვლიო და შეძლებისდაგვარად პასუხი გასცე. 

სწავლების პროცესი უაღრესად სასიამოვნოა, როცა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და ერთმანეთისადმი ნდობას. 



No comments :

Post a Comment