25/06/2019

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა :)

     ესეც ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში:


     დიდხანს ვიფიქრე, წინამდებარე პოსტი „მშრალად“ დამეტოვებინა, თუ რამდენიმე სიტყვა დამეწერა, ბოლოს ისევ დაწერა ვარჩიე ... :) უბრალოდ, ერთ ასპექტზე მინდა გავამახვილო ყურადღება:  საგანმანათლებლო სივრცეში ხშირად კამათობენ იმის თაობაზე, არის თუ არა რაიმე სარგებლის მომტანი მასწავლებლისთვის ის აქტივობები, რომლებიც „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ფარგლებშია გათვალისწინებული. ჩემი აზრით, არის... მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფერს მართლა აკეთებ და თან აკეთებ ინტერესით, გულიანად...  :) შეიძლება, პირველი მცდელობა ყოველთვის სასურველი შედეგით არ დასრულდეს, მაგრამ უდავო ფაქტია ის, რომ რისამე კეთების პროცესში აუცილებლად იძენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე (კიდევ უფრო მნიშვნელოვან) - პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც „შენთან რჩება“ და რაც მეტ უნარ-ჩვევას ფლობ, მით მარტივია მომავალში საქმის კეთება... :) . ასე, რომ ყველაფერში შეიძლება დადებითის დანახვა და / ან სარგებლის მიღება, გააჩნია რა კუთხით შეხედავ საკითხს და როგორია შენი განწყობა :)
   წინამდებარე კვლევის ანგარიში დადებითად იქნა შეფასებული მასწავლებელთა სახლის მიერ. შესაბამისად, მოხარული ვიქნები, თუ ვინმეს დაგეხმარებათ იგი საკუთარი პედაგოგიური კვლევის დაგეგმვასა და წარმართვაში :) .


No comments :

Post a Comment