თიხა რამდენიმე განსხვავებული ფერის არსებობს, თუმცა, ალბათ, ყველაზე ხშირად მაინც ყავისფერი თიხა გინახავთ.
საინტერესოა, რომ ბუნებაში მწვანე ფერის თიხაც არსებობს, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კოსმეტოლოგიური საშუალება, რის შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ფლობდნენ და ცნობილია, თუ როგორ აქტიურად იყენებდა მას ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა.
მწვანე თიხა ასეთ ფერს იმის გამო იღებს, რომ დიდი რაოდენობით შეიცავს სპილენძსა და რკინის ოქსიდს. მის შემადგენლობაში შედის, ასევე, კალციუმი, ფოსფორი, კობალტი, თუთია, ალუმინი, მოლიბდენი, სელენი, მაგნიუმი, ვერცხლი და სხვა მინერალები. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ქიმიური ელემენტების შემცველობის გამო იძენს მწვანე თიხა უნიკალურ თვისებებს და დღესაც აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.
No comments :
Post a Comment