ამერიკელმა ზოოლოგებმა ტ. სტრუზეიკერის ხელმძღვანელობით კუნძულ ზანზიბარზე (აფრიკა) წითელი კოლობუსების (Red colobus) ქცევის შესწავლისას ერთი უცნაური ფაქტი დაადგინეს - ისინი საკმაოდ ხშირად და ხალისით შეექცეოდნენ ხის ნახშირს. მაიმუნები ნახშირს იღებდნენ დამწვარი პალმების ღეროებიდან, ადამიანების მიერ დატოვებული ჩამქრალი კოცონებიდან და სოფლებშიც კი იპარავდნენ. ნახშირის დღე-ღამური დოზა დაახლოებით 5 გრამს აღწევდა. მას პატარა მაიმუნებიც ჭამდნენ თავიანთი დედების მიბაძვით („Primatology“, 1997, v. 18, p. 234).
საქმე იმაშია, რომ წითელი კოლობუსები მრავალ ისეთ მცენარეს შეექცევიან, რომელთა ფოთლები ძლიერ შხამს შეიცავს, რასაც კუჭის ტკივილი და მოწამვლა შეუძლია გამოიწვიოს, ხის ნახშირს კი ამ შხამების (და ასევე, ნაწლავებში დუღილის პროცესის შედეგად წარმოქმნილი გაზების) განეიტრალების უნარი აქვს.
თავიანთი მიგნების წყალობით წითელმა კოლობუსებმა თავიანთ კვებით რაციონში შეძლეს ისეთი ძლიერ ტოქსიკური საკვების ჩართვა, როგორიცაა ინდური ნუშისა და მანგოს ფოთლები, რის შედეგადაც მათი რიცხოვნობა ფართობის ერთეულზე საკმაოდ გაიზარდა.
ქვემოთ მოცემულია ნაწყვეტი ფილმიდან, სადაც შეგიძლიათ ნახოთ როგორ იპარავენ წითელი კოლობუსები ნახშირს :)

No comments :
Post a Comment