წითელი თოვლი დედამიწის პოლარულ რეგიონებში ან მათ მახლობლად მდებარე მაღალ მთებში გავრცელებული მოვლენაა. ეს ფენომენი პირველად არისტოტელემ აღწერა, ხოლო 1818 წელს არქტიკის ექსპედიციიდან დაბრუნებულმა კაპიტანმა ჯონ როსმა ინგლისშიც ჩამოიტანა მისი ნიმუში.
როგორც აღმოჩნდა, თოვლის უჩვეულო წითელი (ან ვარდისფერი) შეფერილობის მიზეზი ერთ-ერთი ერთუჯრედიანი წყალმცენარის, კერძოდ, თოვლის ქლამიდომონადას (Chlamydomonas nivalis) მასობრივი გამრავლებაა, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს მოსვენების მდგომარეობაში ატარებს, დათბობასთან ერთად კი სწრაფად გამრავლებას იწყებს.
მწვანე თოვლი |
ყავისფერი თოვლი |
ზემოთ აღნიშნული წყალმცენარის გარდა არსებობს ისეთებიც, რომელთა გავლენით თოვლი იღებს მწვანე, ცისფერ, ყავისფერ ან შავ შეფერილობას. დღეისათვის ასეთ წყალმცენარეთა 350-ზე მეტი სახეობაა ცნობილი.
No comments :
Post a Comment