ამაზონეთის ტროპიკულ ტყეებში თითქმის ყველა მდინარე თუ ტბა მტკნარწყლიანია, რის გამოც ამ რეგიონში ვეგეტარიანელი (ბალახისმჭამელი) ცხოველები მინერალური მაკროელემენტების (განსაკუთრებით, მარილების) ნაკლებობას განიცდიან.
ბუნებაში მრავალი ფაქტია ცნობილი, როცა მინერალური მარილების დეფიციტის შევსებას ცხოველები სხვადასხვა გზით ცდილობენ, მაგალითად, ზოგიერთი თუთიყუში თიხას ჭამს, ზოგი მაიმუნი კი - მიწას, მაგრამ ამაზონეთის ტროპიკული ტყის პეპლებმა და ფუტკრებმა თავიანთი უჩვეულო ქცევით ყველა ცხოველი უკან მოიტოვეს. საქმე იმაშია, რომ დამატებით მინერალური მარილების მისაღებად ისინი კუს ან ნიანგის ცრემლებს სვამენ. ეს მოვლენა შეისწავლა და ახსნა ფილ ტორესმა. მისი სიტყვების თანახმად, ფუტკრის ბზუილი, სავარაუდოდ, ძალიან აღიზიანებთ ქვეწარმავლებს და ცდილობენ მწერის თავიდან მოშორებას, ჩუმი და ნაზი პეპლები კი „მასპინძლებს“ სრულიად არ აწუხებენ (თუ არ ჩავთვლით იმ ერთადერთ უარყოფით ეფექტს, რომ კუს ხელს უშლიან ხედვაში და შესაძლოა, ეს უკანასკნელი მტაცებლის მსხვერპლი ადვილად გახდეს).
ბრაზილიაში ატლანტის ოკეანისპირა ტყეების ზოგიერთი სახეობის პეპელა მინერალური მარილების მისაღებად მდინარის ნაპირებს სტუმრობს და ტენიანი ნიადაგიდან ხორთუმით ისრუტავს მარილიან წყალს. მარილი სხეულში რჩება, ჭარბი წყალი კი სხეულიდან წვეთების სახით გამოიყოფა. ამ მოვლენას იდუმალი და ამოუცნობი მხარეც აქვს: როგორც აღმოჩნდა, მდინარის პირას წყლის „სმით“ უმეტესად მამრი პეპლები არიან დაკავებული, რომლებიც მდედრ პეპლებს მარილებს „გადასცემენ“ შეწყვილების პროცესში. მეცნიერებს ზუსტი პასუხი არ აქვთ, თავად რატომ არ ზრუნავენ მდედრი პეპლები მარილის მოპოვებას, მიუხედავად იმისა, რომ მინერალური მარილები აუცილებელია როგორც ზრდისთვის, ისე მდედრის სხეულში კვერცხის ნორმალურად ჩამოყალიბებისთვის.
ნიანგის ცრემლებს სვამენ პეპელა და ფუტკარი :) |

No comments :
Post a Comment