13/03/2017

ზებრა თეთრია - შავი ზოლებით თუ შავი - თეთრი ზოლებით?

ბავშვები ხშირად სვამენ შეკითხვას ზებრის ფერის შესახებ და იწყება გაუთავებელი კამათი იმის გამო, რომ ზოგს ზებრა ჰგონია თეთრი - შავი ზოლებით, ზოგს კი შავი - თეთრი ზოლებით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ საკითხზე მარტო ბავშვები როდი დავობენ... 
მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ზებრა შავია თეთრი ზოლებით. შავ ფერს განაპირობებს პიგმენტის არსებობა, თეთრს კი - პიგმენტის არარსებობა. მთლიანობაში დაზოლილი შეფერილობა სელექციური პიგმენტაციის გენეტიკური პროცესების შედეგია.


No comments :

Post a Comment