მოცემული ტესტით შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად ყურადღებიანი ხართ და ამჩნევთ თუ არა გარშემო წვრილმან დეტალებისაც კი.
ყურადღებით დააკვირდით ნახატს და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ 9 შეკითხვას:
1. რამდენი ტურისტი ცხოვრობს ამ ბანაკში?
2. როდის მოვიდნენ ისინი აქ: დღეს თუ რამდენიმე დღის წინ?
3. რით მოვიდნენ ისინი?
4. ბანაკიდან შორს არის თუ არა უახლოესი დასახლება?
5. საიდან ქრის ქარი - ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან?
6. დღის რა მონაკვეთია ახლა?
7. სად წავიდა მათე?
8. ვინ იყო გუშინ მორიგე? (დაასახელეთ სახელი)
9. რომელი რიცხვი და რომელი თვე შეიძლება იყოს ახლა?
პასუხები:
- ოთხი ტურისტი: სუფრაზე დევს 4 კოვზი და 4 თეფში. ასევე ხეზე გაკრულია მორიგეობის სია, რომელზეც 4 ადამიანი წერია.
- რამდენიმე დღი წინ, რასაც ადასტურებს კარავსა და ხეს შორის ობობას სქელის არსებობა.
- ნავით მოცურდნენ - ხეზე ნავის ნიჩბებია მიყუდებული.
- არ არის შორის, რადგან ბანაკთან ახლოს ქათამი დადის.
- თუ ფიჭვებს შევხედავთ, ცალ მხარეზე მათ ტოტები სუსტად აქვთ განვითარებული, რაც ჩრდილოეთ მხარეს მიანიშნებს. ქარის მიმართულებაზე მიუთითებს კოცონის ალის დახრილობა - ის სამხრეთიდან ქრის.
- წინა პასუხიდან გამომდინარე, უკვე ცნობილია სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეები. ერთ-ერთი ტურისტის ჩრდილი მიმართულია დასავლეთით, ე.ი. მზე ანათებს აღმოსავლეთიდან და ახლა დილაა.
- მათე წასულია პეპლების დასაჭერად - ბუჩქნარის მიღმა მოჩანს პეპლების საჭერი ბადე.
- დღეს მათე არ არის მორიგე (ის პეპლებს იჭერს), არც ვანო (ის თავის ზურგჩანთას ალაგებს, რომელსაც „ვ“ ასო აწერია), არც ნიკა (ის ფოტოებს იღებს, მის ზურგჩანთაში კი, რომელსაც „ნ“ ასო აწერია - შტატივი დევს). ე.ი. დღეს დათო მორიგეობს, გუშინ კი ვანო მორიგეობდა.
- დღეს დათო მორიგეობს, ე. ი. 8 რიცხვია. ფოთლები, ყვავილები და პეპლები მიუთითებს, რომ ზაფხულია. ტურისტებს საზამთროც აქვთ. საზამთრო კი აგვისტოში მწიფდება.
No comments :
Post a Comment