27/02/2015

ბიოლოგიის მიმართულებები

კვლევის ობიექტების უჩვეულო სირთულისა და მრავალფეროვნების გამო ბიოლოგია მეცნიერების ძალიან ფართო და განტოტვილ დარგად იქცა. თანამედროვე ბიოლოგიაში აღმოცენდა მრავალი სპეციალიზებული მიმართულება, რომელთა წარმომადგენლები ცდილობენ უფრო ღრმად შეისწავლონ გარკვეული ბიოსისტემა, მისი აგებულება და ფუნქცია.

 ბიოლოგიის მიმართულებები

დასახელება
შესწავლის საგანი


ანატომია
ორგანიზმთა შინაგანი აგებულება, ორგანოების აგებულება
ანთროპოლოგია
ადამიანი
არაქნოლოგია
ობობასნაირები
ბაქტერიოლოგია
ბაქტერიები
ბიოფიზიკა
ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ფიზიკური და ფიზიკურ-ქიმიური პროცესები
ბიოქიმია
ქიმიური პროცესები, რომლებიც საფუძვლად უდევს ორგანიზმის ცხოველქმედებას
ბიოცენოლოგია
ორგანიზაციის ბიოცენოზური დონე
ბოტანიკა
მცენარეები
გენეტიკა
ორგანიზმების მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა
ეკოლოგია
ორგანიზმთა ურთიერთობა ერთმანეთთან და გარემომცველ გარემოსთან
ემბრიოლოგია
ორგანიზმთა ჩანასახოვანი განვითარება
ენტომოლოგია
მწერები
ვირუსოლოგია
ვირუსები
ზოოლოგია
ცხოველები
თერიოლოგია
ძუძუმწოვრები
იხტიოლოგია
თევზები
მიკოლოგია
სოკოები
მიკრობიოლოგია
პროკარიოტები
მოლეკულური ბიოლოგია
ორგანიზაციის მოლეკულური დონე
მორფოლოგია
ორგანიზმის ფორმა და გარეგანი აგებულება
ორნითოლოგია
ფრინველები
პალეონტოლოგია
წარსული გეოლოგიური პერიოდების განამარხი ნარჩენები
პროტისტოლოგია
უმარტივესები
სელექცია
ორგანიზმთა ახალი ჯიშების შექმნა
სისტემატიკა
ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია
ფიზიოლოგია
ცხოველქმედების პროცესები, ორგანიზმისა და მისი ორგანოების (ქსოვილების) ფუნქცია
ციტოლოგია
ორგანიზაციის უჯრედული დონე
ჰელმინთოლოგია
პარაზიტი ჭიები
ჰერპეტოლოგია
ამფიბიები და ქვეწარმავლები
ჰისტოლოგია
ორგანიზაციის ქსოვილური დონე




No comments :

Post a Comment