25/11/2025

ჯაფარა

კიდევ ერთი წიგნი, რომელმაც შეიძლება შეგიცვალოთ წარმოდგენა "განსხვავებულ" ბავშვებზე...
ამ წიგნმა ერთი მოსწავლე გამახსენა, აუტისტური სპექტრით... მეორე კლასში იყო მაშინ. მცენარეთა ფოთლების გამოსახულებებიანი ნახატი მივეცი გასაფერადებლად. გამიხარდა, ყველა ფერი შესაბამისად გამოიყენა, მაგრამ ერთი ფოთოლი ხელუხლებლად დაეტოვებინა. ფურცელი უკან დავუბრუნე - ,,ეს ერთი ფოთოლი დაგრჩენია"... მან კი თავდაჯერებული იერით მომაწოდა ისევ უკან - ,,არა, ეს თოვლიანი ფოთოლია და თეთრად იმიტომაც დავტოვეო", (აშკარად გაუკვირდა და ცოტა გაბრაზდა კიდეც, მე რომ ვერ მივხვდი). ჰოდა, ასე მაჯობა წარმოსახვასა და შემოქმედებითად აზროვნებაში 💖


No comments :

Post a Comment