09/05/2023

ჯანმრთელობას ყოველთვის ვერ ირჩევენ...

 ძალადობა ადამიანისთვის არასდროს ყოფილა უცხო, ისევე როგორც ცხოველთა სამეფოს სხვა წარმომადგენლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში უამრავი ღონისძიება ეძღვნება ძალადობის პრევენციას, ის მაინც ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს თავს. ამ თვალსაზრისით უსაფრთხო გარემოს, სამწუხაროდ, არც სკოლა წარმოადგენს. მოსწავლეები ხშირად ძალადობენ ერთმანეთზე ფსიქოლოგიურად ფიზიკური თუ გონებრივი მონაცემების საფუძველზე (რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ყოფით მიზეზებზე) და ხშირად არც კი უფიქრდებიან, რომ ჯანმრთელობას, ფიზიკურ თუ გონებრივ მახასიათებლებს ადამიანები ყოველთვის ვერ ირჩევენ, რადგან ცვალებადობამდე არსებობს მემკვიდრეობითობა.

     სწორედ ერთ-ერთმა რეალურმა ამბავმა გვიბიძგა მე-9 კლასში კომპლექსური დავალების ფარგლებში გვემუშავა სხვადასხვა მემკვიდრულ დაავადებებზე, რომლებიც საზოგადოებაში იჩენს ხოლმე თავს. მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, რომლებიც თანატოლების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლის დერეფანში განვათავსეთ. აი, ისინიც:








No comments :

Post a Comment