08/04/2023

„გემრიელი“ გაკვეთილი (მე-3 კლასი)

მე-3 კლასში დავასრულეთ საკითხები მცენარეების შესახებ. შემაჯამებელ გაკვეთილზე, რომლის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეებს ემსჯელათ, თუ რატომ უნდა გაუფრთხილდნენ მცენარეთა სამყაროს და დაზოგონ მცენარეული რესურსები, მოსწავლეთა დიდმა უმრავლესობამ უპასუხა, რომ მცენარეებგან სხვადასხვა კერძებს ვამზადებთ.

ასე გაჩნდა ერთი გაკვეთილის იდეა: მოსწავლეებს წარმოედგინათ კლასში კერძი, რომლის ერთ-ერთ ინგრედიენტს აუცილებლად შეადგენდა რომელიმე მცენარე და გაეზიარებინათ თანაკლასელებისთვის ამ კერძის მომზადების რეცეპტი.

შედეგად მივიღეთ ძალიან სახალისო, სურნელოვანი და გემრიელი გაკვეთილი, მრავალფეროვანი და ვიტამინებით გაჯერებული კერძებით.

პატარებმა შესანიშნავად მოირგეს მზარეულის როლი და ისე თავდაჯერებით ისაუბრეს თავიანთი კერძების მომზადების შესახებ, თითქოს ეს პროცესი მათი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილი ყოფილიყო.

ვინ იცი, იქნებ მათ შორის მომავალი შეფ-მზარეულიც იზრდება. :) :)



No comments :

Post a Comment