22/02/2023

N1 შეკითხვა

როგორ ხდება ადამიანის ორგანიზმში კუჭის წვენის გამოყოფის ნეიროჰუმორული რეგულაცია?


1) ნერვული რეგულაცია (პირობითი რეფლექსი) - კუჭის წვენი გამოიყოფა ნაცნობი საკვების დანახვისას, მის სუნზე ან მასზე ფიქრის დროს და ა.შ.

2) ნერვული რეგულაცია (უპირობო რეფლექსი) - კუჭის წვენი გამოიყოფა საკვების მიერ პირის ღრუს რეცეპტორებისა და კუჭის კედლების რეცეპტორების გაღიზიანებით (შესაბამისად, ღეჭვითა და მექანიკური ზემოქმედებით).

3) ჰუმორული რეგულაცია - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები გასტრინი (კუჭის ლორწოვანი გარსის ჰორმონი) და აცეტილქოლინი (ნეირომედიატორი) ასტიმულირებენ კუჭის აქტივობას. გარდა ამისა, საკვებში შემავალი ორგანული ნივთიერებების დაშლის პროდუქტები შეიწოვება რა სისხლში, სისხლის მეშვეობით აღწევს კუჭამდე და ზემოქმედებს მის ჯირკვლოვან უჯრედებზე.




No comments :

Post a Comment