
იმისათვის, რომ მოსწავლეებს უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შექმნოდათ ეტიკეტების ზოგადი შინაარსის შესახებ, გადავწყვიტეთ დაგვეთვალიერებინა ხშირად მოხმარებადი საკვები და სასმელი პროდუქტების ეტიკეტები.
კლასს მოვუმზადე ეტიკეტის შემოწმების ფურცელიც, რომლის მიხედვითაც მათ მოახდინეს ამა თუ იმ ეტიკეტზე მოცემული აუცილებელი და დამატებითი ინფორმაციის ორგანიზება:
აქტივობის ბოლოს თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი „საკვლევი“ პროდუქტი და ეტიკეტის შესწავლის შედეგი. საბოლოო ეტაპზე კი მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რა ინფორმაციის დატანა არის აუცილებელი საკვების ეტიკეტზე და იყო თუ არა დაცული ეს წესი მათ მიერ შესწავლილ ეტიკეტებზე.
No comments :
Post a Comment