22/04/2017

ამერიკული ნამგალა


ამერიკული ნამგალა (Cypseloides senex) ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში იგუასუს ჩანჩქერის კლდეებზე, წყლის ნაკადის მიღმა, სადაც მტაცებლისთვის სრულიად მიუწვდომელია. მიუხედავად იმისა, რომ კლდეები კილომეტრებზეა გადაჭიმული, ნამგალები გამუდმებით ჩხუბობენ ტერიტორიისთვის. თუმცა, მეცნიერთა აზრით, ისინი ბუნებით არიან აგრესიულები და ჩხუბობენ არა მარტო ტერიტორიისთვის, არამედ შეწყვილებისა და  ბუდის შენების დროსაც და მაშინაც კი, როცა საამისოდ მიზეზი ნაკლებად აქვთ. 
     ღამეს ნამგალები უსაფრთხოდ ატარებენ ჩანჩქერის შიდა მხარეს, დღისით კი სამალავიდან გამოდიან და ჰაერში ნადირობენ მწერებზე.



ამერიკული ნამგალა ბუდესაც ჩანჩქერის მიღმა კლდეებზე იკეთებს. იმის გამო, რომ კლდის შვერილები არცთუ ბევრია, მრავალი წლის მანძილზე გამოცდილი წყვილები ერთი და იგივე ბუდეს იყენებენ. ამიტომ ახალ წყვილებს ნაკლებად მოსახერხებელ ადგილებში უწევთ ბუდის შენება. ბუდეს ნამგალა ტალახისა და ხავსისგან აკეთებს. ბუდის მდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერი წვიმების დროს, როცა ჩანჩქერში წყლის რაოდენობა მკვეთრად იმატებს. ასეთ დროს გამოცდილი წყვილები და მათი კვერცხი უსაფრთხოდაა, გამოუცდელი წყვილების ბუდეები კი ხშირად იტბორება, იშლება და კვერცხიც ზიანდება. სწორედ ამიტომ დავობენ ნამგალები ასე აგრესიულად ტერიტორიისთვის.
ბუდის შენების დასრულების შემდეგ ნამგალა შხაპსაც ხალისით იღებს :)
ამერიკული ნამგალას შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ფილმში - Jewels of the Jungle.



No comments :

Post a Comment