1. კაპილარის დიამეტრი უფრო მცირეა, ვიდრე ადამიანის თმის ღერის დიამეტრი.2. ადამიანის გულის ზომა მისი მუშტის ტოლია.
3. გულისცემის რიტმი ასაკთან ერთად იცვლება. მაგალითად, ახალშობილებში გულისცემის სიხშირე წუთში 125-ია. 3 წლის ასაკში იგი - წუთში 100-მდე მცირდება, ხოლო 16 წლის ასაკში - წუთში 75-მდე.
4. სპორტსმენის ნავარჯიშებ გულს ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით სისხლის გადაქაჩვა შეუძლია. ამიტომ, მშვიდ მდგომარეობაში 1 წუთის განმავლობაში ის უფრო ნაკლები სიხშირით ცემს, ვიდრე არანავარჟიშები ადამიანის გული. მაგალითად, სპრინტერის (მოკლე დისტანციაზე მორბენალი) გულისცემა მშვიდ მდგომარეობაში წუთში 66-ს შეადგენს, ხოლო მარათონში მონაწილის გულისცემა - წუთში - 44-ია.5. თუ ადამიანი უმეტესად ხორცეულით იკვებება, მისი შარდის pH მჟავა ბუნების იქნება, ხოლო თუ უმეტესად მცენარეული საკვებით იკვებება, მაშინ pH ტუტისკენ გადაიხრება.
![]() |
| თირკმელი და ნეფრონი |
7. ნეფრონების მილაკების სიგრძე ორივე თირკმელში ერთად დაახლოებით 100 კმ-ს შეადგენს.
8. ჯანმრთელი ადამიანის სხეულში 1 საათის განმავლობაში ნორმაში 7 ლიტრამდე პირველადი შარდი წარმოიქმნება (ე.ი. დღე-ღამეში - დაახლოებით 170 ლიტრი). დღე-ღამის განმავლობაში ადამიანის თირკმელებში 1700 ლიტრამდე სისხლი გადის, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 10 ლიტრი სისხლიდან წარმოიქმნება 1 ლიტრი პირველადი შარდი. რაც შეეხება, მეორად შარდს (რომელიც საბოლოოდ გარეთ გამოიყოფა), დღე-ღამეში მისი რაოდენობა 1,5-2 ლიტრს შეადგენს.
![]() |
| ზვიგენის ჩონჩხი |
10. ზვიგენებს მოქნილი ხრტილოვანი ჩონჩხი აქვთ.



No comments :
Post a Comment