ძალიან სწრაფად გაირბინა დრომ და აი, კიდევ ერთი სასწავლო წელი დასრულდა, ისევ - ზოგისთვის - წარმატებით, ზოგისთვის კი - სიზარმაცის შესაბამისი შედეგით :).
არ ვუღალატე ჩემს წეს-ჩვეულებას და სწავლითა და ქცევით გამორჩეულ კლასებში სიგელები გადავეცი მოსწავლეებს.
წელს ორი მე-4 კლასი მყავდა, ორივე გამორჩეული იყო სწავლით, აქტიურობით და მონდომებით. წინა დღეებში სახელმძღვანელოს ყველა თემა დავასრულეთ და შეძლებისდაგვარად გადავიმეორეთ. 8 ივნისს კი ჩავატარეთ ე.წ. „საბოლოო შემაჯამებელი ტესტი“ - 25 ტესტური დავალებითა და 25 ღია შეკითხვით. მართალია, 45 წუთში საკმაოდ ბევრი დავალების შესრულება მოუწიათ პატარებს, მაგრამ შედეგი ზუსტად ისეთი მივიღე, როგორსაც ველოდი, რითაც ძალიან კმაყოფილი და მოხარული ვარ.
გამოვლინდნენ „წლის საუკეთესო მოსწავლეები - ბუნებისმეტყველებაში“, რომელთაც მაქსიმალური 50 ქულიდან ყველაზე მაღალი სამი ქულა დააგროვეს, აი, ისინიც:
![]() |
I ადგილი - მარიამ შონია (49,50 ქულა) II ადგილი - მარიამ გელაშვილი და ლუკა ლიკლიკაძე (47, 75 ქულა) III ადგილი - ბარბარე ფანცხავა და ქეთი ხაჩიძე (43, 75 ქულა) |
![]() |
ეს ცნობისმოყვარე გოგონა - ძალიან ყოჩაღი და ნიჭიერი მარიამია :) |
![]() |
I ადგილი - საბა ალავიძე (45,10 ქულა) II ადგილი - დავით კახიანი (44,50 ქულა) - სამწუხაროდ, დავითი დღეს არ იყო სკოლაში III ადგილი - გაბი კირთაძე და არჩილ ივანეიშვილი (44,00 ქულა) |
P.S. იმის გამო, რომ ერთ-ერთ მე-4 კლასში II ადგილის მფლობელი დავითი დღეს სკოლაში არ იყო, გიგიმ გადაწყვიტა თავის სიგელთან ერთად მეგობრის სიგელიც „გამოეჩინა“ :)
![]() |
გიგი :) |
მე-6 კლასებში გამოვლინდნენ მოსწავლეები, რომელთაც ამ სემესტრში ყველა „შემაჯამებელ წერაში“ უმაღლესი „10 ქულა“ დაიმსახურეს და მოსწავლეები, რომელთაც ჩემს საგანში ყველაზე მაღალი სემესტრული ქულა დააგროვეს (მეათედების გათვალისწინებით).
![]() |
დინჯი გიორგი და ცელქი ათუკა :) |
![]() |
კესო, ანა, ნათია და ანა :) ეს წითელკაბიანი გოგონა კესოა, რომელმაც ძალიან იყოჩაღა მთელი სემესტრის მანძილზე და 10,0 ქულა დაიმსახურა :) |
![]() |
მარიამი, ინა, შოთა და დავითი დავითმა და ინამ ასევე სრული 10,0 ქულა დააგროვეს სემესტრის განმავლობაში |
ერთ-ერთ პოსტში უკვე აღვნიშნე, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ „საშინაო დავალების“ რვეულის ლამაზად გაფორმება, ჰოდა, ამ თვალსაზრისით მრავალმა მოსწავლემ გამოიჩინა თავი, განსაკუთრებით - მე-4 კლასში :)
![]() |
აღსანიშნავია, რომ მთელი კლასი გამოირჩევა ძალიან მოწესრიგებული, სუფთა და გაფორმებული „საშინაო დავალების რვეულით“, ამიტომ საკმაოდ რთული იყო, მათ შორის საუკეთესოების ამორჩევა :) |
![]() |
ესეც ჩვენი ლამაზი, ნიჭიერი, თბილი, აქტიური და მხიარული მე-4-დ კლასელები :) :) |
No comments :
Post a Comment