12/07/2026

რა პირობებია საჭირო მცენარის ზრდა-განვითარებისთვის?

იმის გასარკვევად, თუ რა პირობებია საჭირო მცენარის აღმოცენებისა და განვითარებისათვის, ჩაატარეს შემდეგი ცდა: 
ხუთ ქოთანში ჩათესეს თანაბრი რაოდენობით ლობიოს თესლები.
I. ქოთანი თბილ, ნათელ ადგილას იდგა და ნიადაგი ირწყვებოდა თბილი წყლით.

II. თესლი მშრალ მიწაში ჩაითესა. ქოთანი იდგა ნათელ, თბილ ადგილას და არ ირწყვებოდა.

III. ქოთანი იდგა სიბნელეში, თბილ ადგილას და ირწყვებოდა თბილი წყლით.

IV. ქოთანი იდგა სინათლეზე, სიცივეში და ირწყვებოდა ცივი წყლით.

V. თესლი სველ მიწაში ჩაითესა. ქოთანი პოლიეთილენის პარკში იყო მოთავსებული, მასში ჰაერი ვერ აღწევდა. ქოთანი იდგა სინათლეზე.

ცდის შედეგი მოტანილია სურათზე.
როგორც სურათიდან ჩანს, თესლიდან მცენარის აღმოცენებისა და განვითარებისათვის საჭიროა: სითბო, წყალი, სინათლე და ჰაერი (კერძოდ, ჟანგბადი).

„ცოცხალი ბუნება“ (ა. შათირიშვილი, ნ. დვალიშვილი, 2025).





No comments :

Post a Comment