თუ გაკვეთილზე დაგეგმილი გაქვთ აქტივობა, რომლის მიზანია პრობლემისა და მისი გამომწვევი მიზეზის პოვნა, მაშინ მათ შორის ურთიერთკავშირის თვალსაჩინოდ ჩვენებისთვის შესაძლოა გამოგადგეთ კოგნიტური სქემა „ღრუბელი და წვიმის წვეთი“. მის დასამზადებლად საჭიროა გამოჭრათ ღრუბლისა და წვიმის წვეთის ფორმები. როცა აღნიშნულ აქტივობაში ჩართულია რამდენიმე ჯგუფი, სასურველია თითოეულ ჯგუფს სხვებისგან განსხვავებული ერთი ფერის ღრუბელი და წვიმის წვეთი შეურჩიოთ. წვიმის წვეთზე იწერება პრობლემის არსი, ხოლო ღრუბელზე - მისი გამომწვევი მიზეზი. სქემა ვიზუალურად ლამაზი გამოდის და ძალიან მოსწონთ ბავშვებს. იგი მოსახერხებელია როგორც დაფაზე მაგნიტის საშუალებით დროებით მისაკრავად, ასევე დიდი ზომის თეთრ ფურცელზე დასაწებებლად მრავალჯერადი გამოყენებისთვის. ადვილად შეიძლება ღრუბლისა და წვიმის წვეთის ერთმანეთზე გადაბმა რამდენიმე სკრეპის გამოყენებითაც. ამ შემთხვევაში წვიმის წვეთი ღრუბელზე „დაკიდებული“ აღმოჩნდება და აღარ მოგიწევთ მისი ცალკე მიმაგრება.
ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი (თბილისი - N156 საჯარო სკოლა; ქუთაისი - ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N41 საჯარო სკოლა)
04/04/2018
Subscribe to:
Post Comments
(
Atom
)
No comments :
Post a Comment