05/11/2017

თამარმა წარმოგვიდგინა თავისი ცდის შედეგი :)

შედეგების წარმოდგენაში თამარს მისი
კლასელები ხალისით დაეხმარნენ :)





მე-5 კლასში გავეცანით სუფთა ნივთიერებებსა და ნარევებს. თამარს სურვილი გაუჩნდა, ექსპერიმენტულად შეემოწმებინა ნამდვილად ინარჩუნებენ თუ არა ნარევის კომპონენტები თავიანთ თვისებებს. ამისათვის მან ჩაატარა პატარა ცდა, რომლის ფარგლებშიც შეამოწმა იყინება თუ არა ზეთი და წყალი, როცა ისინი ერთმანეთშია შერეული. 












 

    როგორც აღმოჩნდა, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებების ნარევის საყინულეში მოთავსებისას წყალი (რომელიც ჭურჭლის ქვედა ნაწილში ექცევა) იყინება, ხოლო ზეთი (რომელიც ჭურჭლის ზედა ნაწილში ექცევა), საკმაოდ დიდი ხნით ინარჩუნებს თხევად მდგომარეობას, მოგვიანებით კი ბლანტ სითხედ იქცევა.






No comments :

Post a Comment