20/11/2016

მოსწავლეთა გარემოსდაცვითი საერთაშორისო პროექტი - „გარემოს ქმნის სკოლა“

     გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივითა და ჩვენი სკოლის გერმანული ენის მასწავლებელ - მზია ჩეგიანის ხელმძღვანელობით სკოლაში განხორციელდა პროექტი, სახელწოდებით - „გარემოს ქმნის სკოლა“ (Umwelt macht Schule), რომლის მიზანია გერმანული ენის შესწავლის პროცესში დაინერგოს სწავლების ახალი მეთოდი მდგრადი განვითარების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში წელს ვიმუშავეთ თემაზე „გარემოზე ზრუნვას საკლასო ოთახიდან ვიწყებთ“. განხორციელებულ მრავალფეროვან აქტივობებს შორის ერთ-ერთი იყო გერმანული ენის ოთახის მორთვა ქოთნის მცენარეებით და სხვა თვალსაჩინოებებით. უდიდესი სიამოვნება მივიღე მომეფიქრებინა და ბავშვებთან ერთად შემექმნა სხვადასხვა სახის პოსტერი თუ სასწავლო რესურსი, აი, ზოგიერთი მათგანიც:
„რატომ ოთახის მცენარე“?







ყვავილის გვირგვინის ფურცლებზე დავაწერეთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს ოთახის მცენარეებს, იგივე ტექსტი გერმანულ ენაზე მცენარის ფოთლებზე განვათავსეთ. ჩვენი მცენარე საკმაოდ დიდი ზომის გამოვიდა, რამაც კიდევ უფრო ეფექტური გახადა ის :)









„ეკოკალენდარი“








ამ ლამაზი პეპლების თითოეული ფრთა წელიწადის თითოეულ სეზონს აღნიშნავს და მათზე განვათავსეთ ეკოლოგიური თარიღები (ერთ პეპელაზე - ქართულად, მეორეზე - გერმანულად).






„გავუფრთხილდეთ დედამიწას, ჩვენს ერთადერთ სახლს“



დედამიწის რუკაზე ის გლობალური ეკოლოგიური პრობლემები გამოვსახეთ, რომლებიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.


„1 ტონა ფურცელი = 17 ხის სიცოცხლე“











პოსტერებისა თუ რესურსების შექმნისას გამოყენებული ფერადი ფურცლების ნარჩენები ისევ ახალი თვალსაჩინოების შესაქმნელად გამოვიყენეთ და მნახველებს მაკულატურის შეგროვებისკენ მოვუწოდეთ :)





No comments :

Post a Comment