12/12/2015

დაიბანე ხელები სწორად და აირიდე ინფექციები!


1. კარგად დაისველეთ ხელები. ონკანში თბილი (ცხელი არა) წყალი მოუშვით.

2. გულდასმით გაისაპნეთ ორივე ხელის მტევანი (ორივე მხრიდან), თითები, თითებშორისი არეები და მაჯები. საპნის მოქმედების პრინციპი ბაქტერიების ჩამობანაა და არა მათი მოსპობა, ამიტომ ნუ გეგონებათ, რომ ანტიბაქტერიული საპონი ჩვეულებრივზე უკეთესია.

3. გულდა­სმით ჩამოიბანეთ საპონი. შეყავით ხელები გამდინარე წყლის ქვეშ (ხელისგულებით ქვემოთ). 

4. საზოგადოებრივ ტუალეტებში ონკანი დასაკეტად ხელსახოცი, წინამხარი ან იდაყვი გამოიყენეთ.

5. კარგად გაიმშრალეთ ხელები პირსახოცით. შეიძლება ხელის ელექტროსაშრობის გამოყენებაც.

6. საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობისას კარი ქაღალდის ხელსახოცით გააღეთ და დაკეტეთ - გახსოვდეთ, რომ, სამწუხაროდ, ტუალეტის შემდეგ ყველა არ იბანს ხელებს.

World Health Organization - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია


No comments :

Post a Comment