ზაფხულის მომქანცველი სიცხისგან და ბინაში რემონტის მტვრისგან გადაღლილს აგვისტოს ბოლოს ურეკში შემომთავაზეს წასვლა ბიოლოგიის მასწავლებლად.
ქუთაისის მერიის დაფინანსებით დაბა ურეკში დაიგეგმა 10 დღიანი ბანაკი საპილოტე პროექტ „მცირე აკადემიის“ ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც გამარჯვებულნი იყვნენ მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ოლიმპიადებში.
ჩვენი ბანაკი სასტუმრო „პრიმაში“ განთავსდა, რომელიც ზღვასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობდა. დღის რეჟიმში კარგი კვებისა და დასვენების გარდა, საგნობრივი მეცადინეობებიც იყო გათვალისწინებული - დილა-საღამოს 2-2 საათით.
ძალიან კმაყოფილი დავრჩი ბანაკში ყოფნით და ვფიქრობ, ბავშვებმაც მშვენივრად გაატარეს დრო.
მადლობა ყველას, ვინც ამ ბანაკის დაგეგმვასა და განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა და იმედი მაქვს, მსგავსი პროექტები კიდევ განხორციელდება :) .
No comments :
Post a Comment