24/03/2015

სასწავლო პროექტი - „დავიმახსოვროთ სწორად“ (V-ბ კლასი)

     მე-5 კლასში დავასრულეთ თავი - „ცხოველები“, რომლის ფარგლებშიც შევისწავლეთ ხერხემლიანი და უხერხემლო ცხოველები, მათი ურთიერთგანმასხვავებელი და დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები, ცხოველების ზოგიერთი ორგანოთა სისტემა და მათი ფუნქცია. ეს თავი ძალიან საინტერესოა შინაარსობრივად, ჰოდა, გადავწყვიტეთ სასწავლო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც იყო გაგვერკვია - რამდენად სწორად ფლობს საზოგადოება ძალიან მარტივ ცოდნას, ერთი შეხედვით, საკმაოდ ნაცნობი ცხოველებისა და მათი თვისებების შესახებ. გამოკითხვისთვის შევარჩიეთ 7 შეკითხვა, როგორც მიმდინარე საგაკვეთილო თემიდან, ისე განვლილი მასალიდან. 
     ზოგიერთმა გუნდმა ბროშურაც დაამზადა, რათა რესპოდენტებისთვის მიეწოდებინათ მეტი ინფორმაცია იმ ცოცხალ ორგანიზმებზე, რომელთა შესახებაც ჩაატარეს გამოკითხვა.
    დასასრულს, მოსწავლეებმა კლასში წარადგინეს პოსტერები და გამოკითხვის შედეგები  - სვეტოვანი დიაგრამების სახით.
     პირველ რიგში მინდა შემოგთავაზოთ ლუკასა და მისი გუნდის (ლუკა ბალანჩივაძე, მათე ჯმუხაძე, გიორგი ჭეიშვილი) მიერ ქალაქ ქუთაისის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვის ვიდეო-ვერსია, რომელიც ბავშვებმა საკუთარი ინიციატივით გადაიღეს. ვფიქრობ, ლუკამ ჟურნალისტის როლი ძალიან კარგად შეასრულა :).



ფოტომასალა:














გვანცა გამოკითხვაზე :)









იდეის ავტორი და შემსრულებელი... :) :) :) :) :) :)









No comments :

Post a Comment