მე-4 კლასში დავიწყეთ ახალი თემის შესწავლა სახელწოდებით - „ბგერა“. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ხმაურიანი გამოგვდის გაკვეთილები ამ თემის შესახებ, რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ თავად დააკვირდნენ, ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნაცნობ მოვლენებს. ნეტავ, დაგანახათ, როგორ სიხარულს განიცდიან ისინი, როცა რწმუნდებიან, რომ რაც წიგნში წერია, რასაც თეა მასწავლებელი უყვებათ ან რასაც თავად პასუხობენ მსჯელობის შედეგად, მართალი ყოფილა :). ძალიან სამწუხაროა, რომ კლასში თავისუფალი სივრცე თითქმის არ გვაქვს და ერთ პატარა ოთახში 35 მოსწავლე რომ ეცდება ბგერის შესახებ რაიმე ფაქტი შეამოწმოს, ალბათ, რთული წარმოსადგენი არ იქნება ამ დროს კლასში „ხმაურის“ ინტენსივობა.
მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ და მარტივი პრაქტიკული სამუშაო ჩავატარეთ „ტელეფონის აპარატის“ დასამზადებლად. მეთოდიკა მოსწავლეებს სახელმძღვანელოში ჰქონდათ მოცემული. აი, ისიც:
„ქაღალდის ერთჯერად ჭიქაში გაუყარე ნართი და გაკვანძე ჭიქის შიგნით. ნართის თავისუფალ ბოლოზე დაკიდე კოვზი. ჭიქა მიიდე ყურთან. კოვზს რიგ-რიგობით შემოარტყი ხელი, ფანქარი, მეორე კოვზი და სხვა საგნები. დააკვირდი და განასხვავე მოსმენილი ბგერები“.
ზოგიერთმა მოსწავლემ ძალიან ბეჯითად შეასრულა დავალება. შესანიშნავი „აპარატები“ დაამზადეს და თავიანთი ნაშრომის შედეგები სხვა მოსწავლეებსაც გაუზიარეს.
|
ჭკვიანი და პრანჭია ელენე :) |
|
ჭკვიანი და მშვიდი ბარბარე :) |
|
ჭკვიანი და ძალიან ინტერესიანი ლუკა :) |
|
ეს ბეჯითი ლიზიკოა :) |
No comments :
Post a Comment