ალბათ, ყველას გამოგიცდიათ ის „ავბედითი“ მომენტი, როდესაც თქვენს კომპიუტერს Windows-ის გადაყენება ესაჭიროება.
ერთი შეხედვით, ამაში სანერვიულო არაფერია, რადგან გარშემო უამრავი ოფისია, სადაც Windows-ის ინსტალაციას გვთავაზობენ, თანაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად, მაგრამ ხართ კი დარწმუნებული, რომ თქვენს ლეპტოპს სრულ წესრიგში მყოფს წამოიღებთ და გამართულად იმუშავებს? აი, ეს კი ნამდვილად „სანერვიულოა“.
თუ Windows-ის საინსტალაციო დისკი გაქვთ და ინგლისური ენაც მეტ-ნაკლებად იცით, მაშინ საკმაოდ ადვილია ისწავლოთ Windows-ის „გადაყენება“, რაც დაახლოებით 20-30 წუთს წაგართმევთ, თუმცა 2-3-ჯერ მეტი დრო მიაქვს დანარჩენი პროგრამების ჩატვირთვას და კომპიუტერის სრულ მუშა მდგომარეობაში მოყვანას, მაგრამ რას ვიზამთ? თუ გსურთ, თქვენმა მეგობარმა და „მარჯვენა ხელმა“ სწრაფად და კარგად იმუშაოს, დროც უნდა დაუთმოთ :)
მოკლედ, თქვენი არ ვიცი, მე კი ჩემი კომპიუტერი იმდენად ვერ გავიმეტე სხვებისთვის „საცდელ ობიექტად“ რომ მექცია, ამის ხათრით Windows-ის ინსტალაციაც ვისწავლე და პროგრამების ჩატვირთვაც.
რთული არაფერია, როცარაიმე საქმისადმი დიდი სურვილი და მონდომება გაქვს და რა თქმა უნდა, ის „სამუშაო იარაღებიც“, რომლებიც კონკრეტული საქმის შესასრულებლად გჭირდება :).
No comments :
Post a Comment