ხეები ზამთარს ატარებენ ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ცხოველების ზამთრის ძილის მსგავსია და რომლის განმავლობაშიც ორგანიზმს შეუძლია დაზოგოს საკვები და ენერგია. ამ მდგომარეობას კი წინ უსწრებს შემოდგომაზე ინტენსიური ფოთოლცვენა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:
1. ფოთლების ზედაპირიდან დიდი რაოდენობით წყალი ორთქლდება, რაც გაზაფხულზე და ზაფხულში ხეებს პრობლემას არ უქმნის, რადგან ისინი ფესვების საშუალებით ნიადაგიდან იწოვენ წყალს, მაგრამ ზამთარში გაყინული მიწიდან წყლის შეწოვა მცენარისათვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა. ფოთოლცვენით კი მცენარე ამცირებს წყლის დანაკარგს.
2. მთელი წლის განმავლობაში მცენარე ფოთლებში აგროვებს მავნე ან უსარგებლო ნივთიერებებს, რომლებსაც ფოთოლცვენის დროს ფოთლებთან ერთად იშორებს თავიდან.
3. თუ მცენარის ყველა ფოთოლზე თოვლი დაიდებოდა, მთლიანობაში ხის ტოტები თოვლის სიმძიმეს ვეღარ გაუძლებდა და დაიმტვრეოდა.
No comments :
Post a Comment