12-14 ნოემბერს მე-6 კლასში დავასრულეთ სასწავლო პროექტი სახელწოდებით - „იპოვე ჯაჭვის მომდევნო რგოლი“ და მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს კლასში. ჩვენი ურთიერთობის მანძილზე ეს პირველი პროექტი იყო და ბავშვების მონდომებითა და ნამუშევრებით საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. იმედი მაქვს, მათაც მოეწონათ პროექტზე მუშაობა და მისი საშუალებით მეტ-ნაკლებად საფუძვლიანად შეისწავლეს შერჩეული თემა, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთმა გუნდმა უკვე გამოთქვა ახალ პროექტზე მუშაობისადმი მზადყოფნა და დიდი სურვილი :) :)
VI-გ კლასი
თითოეული ჯაჭვის ბოლოს ბიჭებმა კონვერტი დააწებეს, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზმების ფოტოები მოათავსეს, მათ შორის კი ერთ-ერთი ფოტო ჯაჭვის მომდევნო რგოლს შეადგენს. |
აი, როგორ მუშაობდნენ პროექტზე :) |
ძალიან მომეწონა ბესოს იდეა - მან პლასტილინისგან თავისი ხელით შექმნა კვებითი ჯაჭვი :) |
ბიჭებმა თამაში-ტესტი შემოგვთავაზეს. |
კონვერტში სხვადასხვა სავარჯიშოს ფორმა მოათავსეს შესავსებად. |
No comments :
Post a Comment