20/11/2014

უჯრედის ზომა

(ლინკზე გადასვლის შემდეგ ამოძრავეთ ჰორიზონტალური ლიფტი, რათა დაინახოთ მომდევნო ობიექტები).

მოცემულ ლინკზე ნაჩვენებია ზოგიერთი მცირე ზომის სხეულის, უჯრედებისა და მათი კომპონენტების, ერთუჯრედიანი ცოცხალი არსებების, ვირუსებისა და მოლეკულების ზომები. მათ გასაზომად გამოიყენება სიგრძის ისეთი ერთეულები, როგორიცაა: სანტიმეტრი, მილიმეტრი, მიკრომეტრი, ნანომეტრი, ანგსტრემი და პიკომეტრი.
  • 1 მეტრი = 100 სანტიმეტრი (ასი)
  • 1 მეტრი = 1 000 მილიმეტრი (ათასი)
  • 1 მეტრი = 1 000 000 მიკრომეტრი (მილიონი)
  • 1 მეტრი = 1 000 000 000 ნანომეტრი (მილიარდი)
  • 1 მეტრი = 10 000 000 000 ანგსტრემი (10 მილიარდი)
  • 1 მეტრი = 1 000 000 000 000 პიკომეტრი (ტრილიონი)
     როგორც დასაწყისშია ნაჩვენები, ყავის მარცვლის ზომაა - 12 X 8 (სიგრძე X სიგანე) მილიმეტრი, ხოლო ბრინჯის მარცვლის - 8 X 2,5 მილიმეტრი. შემდეგი სურათი ასეთია:

ქუნჯუთის თესლი - 3 X 2 მილიმეტრი;
მარილის კრისტალი - 0,5 მილიმეტრი.
ჩვეულებრივი ამება - 500 მიკრომეტრი;
ქალამანა - 210 X 60 მიკრომეტრი;
ადამიანის კვერცხუჯრედი - 130 მიკრომეტრი.
კანის უჯრედი - 30 მიკრომეტრი;
მხედველობის ფოტორეცეპტორი - 2,5 X 100 მიკრომეტრი;
სპერმატოზოიდი - 60 X 5 მიკრომეტრი.
სისხლის წითელი უჯრედი (ერითროციტი) - 8 მიკრომეტრი;
X-ქრომოსომა - 7 მიკრომეტრი;
საფუარა - 3 X 4 მიკრომეტრი
E. coli ბაქტერია - 3 X0,6 მიკრომეტრი;
მიტოქონდრია - 4 X 0,8 მიკრომეტრი;
ლიზოსომა - 1 მიკრომეტრი.
წითელას ვირუსი - 220 ნანომეტრი;
გრიპის ვირუსი - 130 ნანომეტრი;
ბაქტერიოფაგი - 70 X 200 ნანომეტრი.
ჰეპატიტის ვირუსი - 45 ნანომეტრი;
რინოვირუსი - 30 ნანომეტრი;
რიბოსომა - 30 ნანომეტრი.
ანტისხეული - 12 ნანომეტრი;
ჰემოგლობინი - 6,5 ნანომეტრი;
ტ-რნმ - 7 ნანომეტრი;
ფოსფოლიპიდი - 0,9 X  3,4 ნანომეტრი.
ადენინი (ნუკლეოტიდი) - 1300 X 760 პიკომეტრი;
მეთიონინი (ამინომჟავა) - 1100 X 700 პიკომეტრი;
გლუკოზა - 900 პიკომეტრი;
ნახშირბადის ატომი - 340 პიკომეტრი;
წყლის მოლეკულა - 275 პიკომეტრი.



No comments :

Post a Comment