მე-4 კლასში ამჯერად გეოგრაფიულ ობიექტებს გავეცანით და რუკაზე კონტინენტებისა და ოკეანეების ამოცნობაც ვისწავლეთ. იმის გამო, რომ ბავშვებს ძალიან მოეწონათ რუკაზე ობიექტების მოძებნა, გადავწყვიტე, კლასში დამევალებინა მათთვის რუკის დახატვა. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი კონტინენტები ზუსტად ისეთი ფორმით დახატოს ბავშვმა, როგორც სინამდვილეშია, მთავარია, ახსოვდეს და ცნობდეს მათ უერთიერთგანლაგებას.
მსგავსი აქტივობის განხორციელება ფერადი ფურცლებისგანაც შეიძლება: ფონად გამოიყენეთ ლურჯი ფურცელი, ყვითელი ფურცლებისგან კი ბავშვებმა გამოჭრან გეომეტრიული ფიგურები, დააწერონ მათ კონტინენტების სახელები და დააწებონ შესაბამის ადგილას. დარჩენილ ლურჯ სივრცეებს დააწერონ ოკეანეების სახელები. (ანტარქტიდისთვის გამოიყენონ თეთრი ფურცელი).

ელენე და ლუკა (ძალიან სერიოზულად მიუდგნენ საქმეს) |
ვაი, ელენეს ევროპა დავიწყნია :( |
ანამ დასავლეთ ნახევარსფერო დახატა, საბამ - აღმოსავლეთი, გადაბმის დროს კი მიმართულებები არევიათ :( |
ჯერ კონტინენტებს ხატავენ, შემდეგ ოკეანეებს გააფერადებენ :) |
მარიამ, „ოკეანე“, და არა - „ოკიანე“, აფრიკა რატომ გამოტოვე? :( |
ანტარქტიდას რატომ არ დააწერეთ სახელი? :) |
გუგა, „ანტარქტიდა“ :) |
გიგის სამხრეთ ამერიკა ძალიან დაუპატარავებია ჩრდილოეთ ამერიკის ხარჯზე :) გიგი, „ანტარქტიდა“ :) |
No comments :
Post a Comment