![]() |
| იუპიტერი და სატურნი (ზედა მწკრივი), ურანი და ნეპტუნი (ზემოდან მეორე მწკრივი), დედამიწა და ვენერა (მესამე მწკრივი), მარსი და მერკური (ქვედა მწკრივი) |
ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი (თბილისი - N156 საჯარო სკოლა; ქუთაისი - ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N41 საჯარო სკოლა)
29/11/2014
მზის სისტემაში არსებული ციური სხეულები
23/11/2014
21/11/2014
მაგნიტი
- ყველა მაგნიტს აქვს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები.
- საპირისპირო პოლუსები ერთმანეთს მიიზიდავს, ხოლო ერთნაირი პოლუსები - განიზიდავს.
- მაგნიტს აქვს უხილავი მაგნიტური ველი, რომელიც იზიდავს ზოგიერთ მეტალს, მაგალითად, რკინას, ნიკელს, კობალტს.
- მაგნიტური ველის წირები გამოდის ჩრდილოეთ პოლუსიდან და შედის სამხრეთ პოლუსში.
- მაგნიტური ველი ძლიერია პოლუსებში.
- ითვლება, რომ დედამიწის გული შედგება რკინისა და ნიკელისგან, რის გამოც დედამიწასაც აქვს საკუთარი მაგნიტური ველი.
20/11/2014
გენეტიკის შესწავლის ცენტრი - Genetic science learning center
ეს არის ძალიან საინტერესო ინგლისურენოვანი საიტი, რომელზეც მოცემულია მრავალი რესურსი (ტექსტები, სიმულაციები, ფოტო- და ვიდეომასალები) ბიოლოგიის სხვადასხვა მიმართულებისთვის, როგორიცაა გენეტიკა, უჯრედის ბიოლოგია, ევოლუცია, ეკოლოგია, ადამიანის ჯანმრთელობა და სხვ.
learn.genetics.utah.eduუჯრედის ზომა
(ლინკზე გადასვლის შემდეგ ამოძრავეთ ჰორიზონტალური ლიფტი, რათა დაინახოთ მომდევნო ობიექტები).
მოცემულ ლინკზე ნაჩვენებია ზოგიერთი მცირე ზომის სხეულის, უჯრედებისა და მათი კომპონენტების, ერთუჯრედიანი ცოცხალი არსებების, ვირუსებისა და მოლეკულების ზომები. მათ გასაზომად გამოიყენება სიგრძის ისეთი ერთეულები, როგორიცაა: სანტიმეტრი, მილიმეტრი, მიკრომეტრი, ნანომეტრი, ანგსტრემი და პიკომეტრი.
- 1 მეტრი = 100 სანტიმეტრი (ასი)
- 1 მეტრი = 1 000 მილიმეტრი (ათასი)
- 1 მეტრი = 1 000 000 მიკრომეტრი (მილიონი)
19/11/2014
მზის სისტემის მოდელი (მე-6 კლასი)
შარშან მე-6 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს მზის სისტემის მოდელები საკუთარი სურვილით შერჩეული მასალების გამოყენებით. აი, ისინიც:
17/11/2014
16/11/2014
სასწავლო პროექტი - „იპოვე ჯაჭვის მომდევნო რგოლი“
12-14 ნოემბერს მე-6 კლასში დავასრულეთ სასწავლო პროექტი სახელწოდებით - „იპოვე ჯაჭვის მომდევნო რგოლი“ და მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს კლასში. ჩვენი ურთიერთობის მანძილზე ეს პირველი პროექტი იყო და ბავშვების მონდომებითა და ნამუშევრებით საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. იმედი მაქვს, მათაც მოეწონათ პროექტზე მუშაობა და მისი საშუალებით მეტ-ნაკლებად საფუძვლიანად შეისწავლეს შერჩეული თემა, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთმა გუნდმა უკვე გამოთქვა ახალ პროექტზე მუშაობისადმი მზადყოფნა და დიდი სურვილი :) :)
VI-გ კლასი
![]() |
| თითოეული ჯაჭვის ბოლოს ბიჭებმა კონვერტი დააწებეს, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზმების ფოტოები მოათავსეს, მათ შორის კი ერთ-ერთი ფოტო ჯაჭვის მომდევნო რგოლს შეადგენს. |
![]() |
| აი, როგორ მუშაობდნენ პროექტზე :) |
![]() |
| ძალიან მომეწონა ბესოს იდეა - მან პლასტილინისგან თავისი ხელით შექმნა კვებითი ჯაჭვი :) |
![]() |
| ბიჭებმა თამაში-ტესტი შემოგვთავაზეს. |
![]() |
| კონვერტში სხვადასხვა სავარჯიშოს ფორმა მოათავსეს შესავსებად. |
სამი რამ...
3 რამ არასოდეს ბრუნდება უკან:
- დრო
- სიტყვა
- შანსი...
არ ღირს დაკარგო 3 რამ:
- სიმშვიდე
- იმედი
- ღირსება...
ცხოვრებაში 3 რამაა ყველაზე ღირებული:
- სიყვარული
- მრწამსი
- მეგობრობა...
15/11/2014
ცხოვრებისეული მათემატიკა :)
... ჰო, ალბათ, ასეა, სიცოცხლის ნამდვილ ღირებულებას და „გემოს“ მაშინ იგებ, როცა ის შეზავებულია სიხარულითა და სევდით, ბედნიერებითა და ტკივილით :)
... ვისაც ტკბილეული ერთხელ მაინც მოუმზადებია, დამიდასტურებს, რომ შაქარსაც კი არ აქვს სასიამოვნო ტკბილი გემო - მარილის გარეშე :)
11/11/2014
ექიდნა
იხვნისკარტას მსგავსად, ექიდნაც კვერცხისმდებელი ძუძუმწოვრებია. მას ძალიან უყვარს ჭიანჭველებისა და ტერმიტების ჭამა.
05/11/2014
კუს დღიური - Turtle Diary
04/11/2014
01/11/2014
ნუ მთხოვ... (ლექსებს არ ვწერ, მაგრამ ერთხელ მეც მეწვია მუზა ;) )
№1
ნუ მთხოვ, ძვირფასო, მონატრებულს არ მოგეხვიო
და ლამაზ შუბლზე ნაზი კოცნით არ გეამბორო,
კიდეც გაკოცებ და გულშიაც ძლიერ ჩაგიკრავ,
სიყვარულის კი, ჩემო კარგო, აბა, რა გითხრა?
უფლის ნებაა: შეგიყვარებ? არ შეგიყვარებ?
თუ შეგიყვარე, იცოდე, რომ ვეღარ დაგტოვებ.
თევზაობა ფრინველების დახმარებით
თევზაობის ეს მეთოდი ძველ ჩინეთში ძალიან პოპულარული ყოფილა, ახლა კი მას მხოლოდ ტურისტების საჩვენებლად ასრულებენ. საინტერესოა ის, რომ ამ ფრინველებს 7-მდე დათვლა შეუძლიათ. მას შემდეგ რაც ფრინველი დაახლოებით 7 თევზს დაიჭერს, მას აუცილებლად უნდა აჭამოთ, თორემ აღარ ითევზავებს :)
ლეგენდა მეფე დავითის მიერ მეფე სოლომონისადმი დატოვებული ანდერძის შესახებ
...როდესაც მოახლოვდა მეფე დავითის სიკვდილის ჟამი, მან მოუხმო თავის ვაჟს, მომავალ მეფეს - სოლომონს.
- შენ მრავალ ქვეყანაში იმოგზაურე და შეხვდი სხვადასხვა ხალხს, - უთხრა მეფე დავითმა, - რა წარმოდგენა შეგექმნა სამყაროზე?
- სამყაროს შესახებ საშინელი წარმოდგენა მაქვს, - უპასუხა სოლომონმა, - ყველგან, სადაც კი ვიყავი, მეფობს უსამართლობა, სიბრიყვე, ბოროტება და უბედურება. მე არ ვიცი, რატომ არის სამყარო ამგვარად მოწყობილი, მაგრამ მსურს, მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვნა სამართლიანობისთვის, სიკეთისთვის, სიბრძნისა და ბედნიერებისთვის ბრძოლას.
Subscribe to:
Comments
(
Atom
)





















